გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ გავრცელებული დოკუმენტი ყალბი აღმოჩნდა
მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:
-19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ ყალბი დოკუმენტი მიიღეს. ეს ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც,სამწუხაროდ ზოგიერთი გამოცემა წამოეგო.
პრემიერმინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”.
რედაქციისგან: ყალბი დოკუმენტის გავცელება, მთავრობის ადმინისტრაციის სახელის გამოყენება, მით უფრო მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, დანაშაულია და ველოდებით მთავრობის რეაქციას აღნიშნულ საკითხზე უკვე სამართლებრივი კუთხით. იმედია, მთავრობა მალე შეგვატყობინებს, ვინ უგზავნის ყალბ ინფორმაციებს მედიასაშუალებებს გასავრცელებლად მთავრობის სახელით. სხვა შემთხვევაში, ამ ორ განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვები გვექნება და ისინიც ვალდებულნი იქნებიან, პასუხი გაგვცენ.