საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე “პროფესია ადვოკატი”.
?სტუდენტებმა შეხვედრაზე ეთიკის კომისიის საქმიანობის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. ეთიკის კომისიის მუშაობის სპეციფიკა მათ კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე გელაშვილმა გააცნო.
?შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა პროფესიული “ეთიკის კლინიკის” პრეზენტაციაც გაიმართა. “ეთიკის კლინიკა” ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო პროექტია, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიული ეთიკის სტანდარტებს ათი კვირის განმავლობაში გაეცნობიან.
?ეთიკის კლინიკის პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close