საზოგადოება

,,სოლიდარობა პანკისს!”_ მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა

,,სოლიდარობა პანკისს!” _ მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო სექტორის მოთხოვნა იყო ის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ასევე ითხოვდნენ, რომ სახელმწიფომ პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება შეწყვიტოს.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა კი გახლდათ, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კონტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება.

სამოქალაქო სექტორი ასევე ითხოვდა, სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება.

წყარო: რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close