საზოგადოება

,,გაბუნიას გაზეპირებული, ნავარჯიშევი ტექსტი რომ უნდა დავგმო, ვიცი, მაგრამ – ვინ მაცდის!”

თამო კეშელავა, ჟურნალისტი:

_ ჩემი მეგობრის მეგობარმა თქვა: – ამეღამ რა დამაძინებს, მეშინია, სად გამეღვიძება არ ვიციო და …
კი, ქვეყანა დაირია!
გაბუნიას გაზეპირებული, ნავარჯიშევი ტექსტი რომ უნდა დავგმო, ვიცი, მაგრამ – ვინ მაცდის!
არ დარჩენილა მთავრობიდან არავინ, ვინც განცხადება არ გააკეთა!
საპატრიარქომაც, რომელიც დღემდე სდუმს 20 ივნისის ღამეზე, იმ საპატრიარქომაც კი გააკეთა განცხადება!
ეს ის გაბუნია არ არის, რომელმაც ღმერთი და რჯული რომ გვაგინა და გვიგინა, ხმა არ გაგვიღია?
ეს ის მთავრობა არ არის, გავრილოვი რომ პარლამენტში თავზე დაგვასვა, ქვეყნიდან გაგვაგდებინა, მერე გვცემა და მთელი ამ პროვოკაციით, ეკონომიკური სიდუხჭირე და ომის საფრთხე გამოიწვია?
დღემდე რომ ორთავეს აგრძელებს, ის მთავრობა არ არის ეს?
სალომე რომ ავირჩიეთ, სალომე, რომელიც ხან შეურაცხყოფას აყენებს რუსს და ხანაც თავზე ხელს უსვამს – ის ერი არ ვართ ჩვენ?
სამი დღის წინ, რუსეთმა არ გააკეთა განცხადება, პრეზიდენტ სალომეს ნათქვამი შეურაცხმყოფელი იყოო?
ორი დღის წინ, რუსეთის დეპუტატმა არ ბრძანა, აფხაზეთზე და ოსეთზე არც იოცნებოთო?
ეს ის მთავრობა არ არის, ინაუგურაციაზე ის პოეტი რომ დაპატიჟა, რომელმაც სალომე წყევლა და აგინა ლექსად?

ასეა, კი და ქვეყანა დაირია!

მოშე ებრაელია!

ბიძინა ვაჭარია!

გვარამიას ბიძინა გადაედო!

პუტინი ოკუპანტია!

ხოდა, ქვეყანა დაირია!

მაგრამ, კარგი რაღაცეებიც მოხდა:

1. საპატრიარქოს შესძლებია მყისიერად განცხადებების გაკეთებს!

2. პოლიციაზე მიწოლა, ყოველთვის არ ისჯება!

3. ამწამს ვუყურებდი, ოცნების აქტივისტებმა გახარიას მოსთხოვეს, ან გვარამია დაიჭირე, ან გადადექიო და ეგ გვარამიას დაჭერას, გადადგომას არჩევს!

ცუდს, მალე, ყველა ერთად დავინახავთ!
ეს ამბავი არ დაწყებულა გაბუნიას განცხადებით, გაბუნია ერთი რგოლია და ყველაფერი, გავრილოვის ჩამოყვანით, ლარის გაუფასურებით და ა.შ. დაწყებულ-დამთავრებული – ერთი გზისკენ მიდის…

დაირია!

ისე, 20 ივნისს დაკავებულთა ოქმების უმეტესობაში ვკითხულობთ: – დაკავებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გინების გამო!

კი, ქვეყანა დაირია!

ისე, გვარამიამ, რომელსაც ყველა დახურული სხდომიდან გამოაქვს ინფორმაცია, 20 ივნისს დაკავებულთა სია არ მოიპოვა!

ქვეყანა დაირია!

და ხვალ სადაც არ უნდა გამეღვიძოს, აღარ გამიკვირდება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close