საზოგადოება

რომან გოცირიძის სახალისო ტესტი, რომლითაც გაარკვევთ, რომელი კლასის დონეზე იცით მათემატიკა

,,რაც ახლა მოვყევი, ამას რომელი კლასის მოსწავლეც გაიგებს, მოდით, იმ კლასში დავსვათ ბატონი ღარიბაშვილი"

      გუშინ ღამით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა კვლავ სიამაყით აღნიშნა, რომ 2022 წელს მშპ იქნება ისტორიულად ყველაზე მაღალი და მიაღწევს 65 მილიარდ ლარსო.
ნომინალური მშპ-ს ზრდა, რომ არაფერს ნიშნავს, თუ არ გაიზარდა რეალური მშპ ( ინფლაციის გათვალისწინებით) ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ საბავშო და სახალისო მაგალითს და შევეშვები ამ საკითხს.
    დღემდე ისტორიულად ყველაზე მაღაღი მშპ იყო შარშან, პანდემიის კრიზისის დროს და შეადგინა 49,266 მილიარდი ლარი. აკი ამ წელს ეკონომიკა საშინლად დაეცაო? მაშინ როგორ მოხდა, რომ 2020 წელს უფრო მეტი მშპ გვქონია, ვიდრე 2019 წელს? საქმეა იმაშია, რომ ეკონომიკა მართლაც შემცირდა 6,8 პროცენტით, ოღონდ “ნამდვილი” ანუ რეალური მშპ.
   მიპასუხეთ, რაც ახლა მოვყევი, ამას რომელი კლასის მოსწავლე გაიგებს და მოდით, იმ კლასში დავსვათ ბატონი ღარიბაშვილი.
   რომან გოცირიძე, ნაცმოძრაობის წევრი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close