საზოგადოება

,,ბატონო პრემიერო, თქვენ არ ხართ ბოროტი, ცივსისხლიანი კაცი”

პრემიერ მინისტრი გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას შეხვდა. აი, რას წერს მისი ადვოკატი მარიტა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში:
_ და რას ველით პრემიერისგან?

ალბათ ფიქრობთ რა გულუბრყვილონი ვართ, როდესაც იმ ხელისუფლებას ვენდობით, რომელმაც ასეთ მძიმე დღეში ჩაგვაგდო. ან საერთოდ, რა შედის პრემიერ მინისტრის კომპეტენციაში, ის ხომ ვერ შეძლებს უშუალოდ უხელმძღვანელოს გამოძიების პროცესს?

შეხვედრას დადებითად ვაფასებ და მიმაჩნია, რომ ბევრ დაინტერესებულ, ჩვენს გვერდით მდგომ პოლიტიკურ პარტიაზე მეტად სტკივა და ადარდებს ზუსტად ამ პრემიერს მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმე. მიზეზი მარტივია, მასაც ეხება და მას ეს დანაშაულები ყველაზე მეტად არ აწყობდა. აქ არის ერთადერთი რისკი – არ სძლიოს/ სძლიონ სხვა თანამდებობის პირთა გამოკვეთილმა ინტერესებმა. რას იზამს პრემიერი? გარისკავს და უშუალო რეკომენდაციას მისცემს ბატონ ბიძინას დამნაშავეთა დასჯის, თანამდებობებიდან მოხსნის თაობაზე თუ მზაკვრულ გეგმას შეუერთდება და ეცდება, გამოსავალი მოიფიქროს თუ როგორ გაგვაჩუმონ, როგორ შეაზიზღონ მალხაზის და ზაზას ( გარდაცვლილ შვილებითურთ) პერსონები საზოგადოებას?

ბატონო პრემიერო, ჩემი პირადი დამოკიდებულება თქვენს მიმართ არის სუბიექტური, ვინაიდან განსაკუთრებულ პატივს გცემთ, როგორც ადამიანს და მიმაჩნია, რომ თქვენ არ ხართ რობოტი, ცივსისხლიანი კაცი, რომელიც თანამდებობის გამო ყველაფერზე წამსვლელია. მე მჯერა თქვენი, მე მართლა მჯერა თქვენი და ველოდები სისტემურ ცვლილებებს! უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედეთ თქვენი საკუთარი შინაგანი რწმენით და გაბედეთ, გაამართლეთ ორი შვილმკვდარი ოჯახის ნდობა! გთხოვთ, დაგვიბრუნეთ სამართალი!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close