საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

მუხიანში მომხდარი მკვლელობის მიზეზი ოჯახური უთანხმოებაა _ ცოლის ძმა სავადაუდოდ სიძემ მოკლა

მუხიანში მომხდარი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. 26 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში დღეს  გადაასვენეს.

მკვლელობის მოტივზე ინფორმაციას არ ავრცელებს არც შს სამინისტრო. ადგილობრივების თქმით, მოკლული მამაკაცი და სავარაუდო დამნაშავე ნათესავები არიან.

მეზობლები ამბობენ, რომ მოკლული მამაკაცი დის ქმარმა საქმის გარკვევის მიზნით, საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანა და დაპირისპირება მუხიანში ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოში მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცს კიდურების არეში ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდო დამნაშავემ მამაკაცის დაჭრის შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვა. დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს, მათვე გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა 26 წლის ახალგაზრდას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

„უთანხმოება ჰქონიათ ოჯახში. დის ქმარია ეს პიროვნება. არ ვიცი რა უთანხმოება იყო. ოჯახიდან წაუყვანია უნდა გავარჩიოთ, ვილაპარაკოთო და ესროლა, 2 თუ 3 ტყვია,“-ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ნაცნობი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა წითელ ხიდთან, საზღვრის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close