პოლიტიკა

 მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს ლეიბორისტები სოლიდარობას უცხადებენ

   შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
   _ შვილების მკვლელმა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისი გამოიწვია. სიდუხჭირისა და მათხოვრული ხელფასების გამო ისევ გაფიცულია მეტროს მემანქანეთა კორპუსი, პარალიზებულია მეტროპოლიტენი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულებს და მოვითხოვთ მათთვის ხელფასების დაუყონებლიც გაზრდას, მით უფრო იმ ფონზე, როცა სუსის თანმშრომლებს ივანიშვილი თავისი ფონდიდან 15 ათას ლარს უხდის. ამ მემანქანეებს ყოველდღიურად ნახევარი მილიონი ადამიანი გადაჰყავთ და თუ ვინმეს ეკუთვნის ბიუჯეტიდან, თუ წამახალისებელი ფონდებიდან ანაზღაურება, სწორედ ეს ვაჟკაცი კონტიგენტია, რომელთა ნაწილი, მძიმე სამუშაო გარემოს გამო, პენსიამდეც ვერ აღწევს სირცხვილია საგანელიძეს, რომელსაც ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია ჰქონდეს 30 ათას ლარიანი ხელფასი და მეტროპოლიტენის მემენქანეებს ჭირდებოდეთ დასაბუთება, რომ მათი ხელფასი მცირეა. ამ კატეგორიის ანაზღაურენა, მსოფლიო პარამეტრებით, 5 ათასი დოლარია და იმ მცირე მოთხოვნასაც არ უკმაყოფილებს მაფიოზა მერი, რომესაც სამების საკათედრო ტაძართან 80 ჰა მიწა აქვს მიტაცებული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close