საზოგადოება

,,პენსიონერს წინასწარ ერთი წლის პენსია, როგორ ფიქრობთ, ბორა-ბორაზე წასასვლელად გამოაქვს?”

  ბაკურ გელაშვილი, ბორჯომის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი:

_ სესხის აღება გართულდებაო, საზღვარის გადაკვეთა გართულდებაო, განვადებით ნივთის შეძენა გართულდებაო.
იმაზე კი არ ამბობენ არაფერს, რომ ბევრმა ამ სესხებით სიცოცხლე გადაირჩინა, ოჯახის წევრი გადაარჩინა და აღარ ჩამოვთვლი. ვის უხარია ამდენი სესხი და ვალი, ბუნებრივია, არავის.
იმაზე კი არ ფიქრობენ, დაპირებული იაფი სესხები გასცენ და არ გაურთულონ ისედაც გართულებული ცხოვრება ადამიანებს.
აბა პენსიონერი რომ წინასწარ გამოიტანს ერთი წლის პენსიას, როგორ ფიქრობთ, ბორა-ბორაზე წასასვლელად გამოაქვს?!
მოკლედ, ამათ რომ უყურებ ხალხი საარჩევნოდ ჭირდებოდათ სტატისტიკისთვის და როგორც ჩანს თავიანთი ამ რამდენიმეწლიანი პოლიტიკური საქმიანობით მიხვდნენ, რომ ეს სტატისტიკაც უკვე მათ აღარ არგიათ და რას ფართი-ფურთობენ ვეღარ გაუგიათ.
მოკლედ, ძვირფასებო ჯერ ისედაც გართულებული და მათ ხელში კიდევ უფრო გამრუდებული ყოფა კიდევ უფრო დამძიმდება, რავიცი ასე გვპირდებიან საოცნებო მთავრობა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close