ჯანდაცვა

ასე თუ მუშაობს სახელმწიფო, რატომ გიკვირთ 5000 შემთხვევა რომ ემატება ყოველდღიურად?

წავიდე ტესტის გასაკეთებლად და გზად სხვა ადამიანებისთვის პოტენციური საფრთხე გავხდე?

მოკლედ ასეთი ამბავია:

სიცხე მაქვს 37.5 და ასევე სისუსტე კიდურებში. როგორც შევიტყვე, თურმე კოვიდ ინფიცირებულთან მქონია კონტაქტი 5 დღის წინ, თან საკმაოდ ხანგრძლივი. ხოდა ახლა რამენაირად უნდა გავიტესტო და დავაზუსტო ვარ თუ არა კოვიდ-დადებითი.

ესეიგი, ვრეკავ 112-ში. 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ ძლივს მიპასუხა ოპერატორმა. ვეუბნები: კოვიდის ნიშნები მაქვს, კონტაქტი ვარ და მჭირდება ტესტის გაკეთებათქო. რადგან მანქანა არ მყავს, ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა წავიდე კლინიკაში, რაც დამატებითი რისკია რომ ვინმეს გადავდოთქო. ხოდა იქნებ მოვიდეს ვინმე ჩემთან და სახლში გამიკეთოს ტესტითქო. ვერაო, ეგ სერვისი ჩვენ არ გაგვაჩნია და მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრსო.

ნახევარ საათიანი რეკვის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ძლივს მიპასუხა ოპერატორმა. მოვუყევი ყველაფერი ახლიდან და მეუბნება, სახელმწიფოს ასეთი სერვისი არ გააჩნიაო.

ხოდა მაინტერესებს, რა უნდა ვქნა ახლა? წავიდე ტესტის გასაკეთებლად და გზად სხვა ადამიანებისთვის პოტენციური საფრთხე გავხდე? ასე თუ მუშაობს სახელმწიფო, რატომ გიკვირთ 5000 შემთხვევა რომ ემატება ყოველდღიურად?

ის 10 მილიარდი, რაც კოვიდთან ბრძოლისთვის გამოიყო, სად გაქრა? რას აფინანსებენ სახლში ტესტირების გაკეთებაზე მნიშვნელოვანს??

  • აი ასეთ “საათივით აწყობილ” სახელმწიფოში ვცხოვრობთ და მერე კიდე გვიკვირს რაღაცეები. წერს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიშა ქუმსიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close