საზოგადოება
“არ წაიქცეთ და დარჩით ფეხზე! აუცილებლად ამოვა მზე თქვენს ცხოვრებაში”
ასტროლოგი რამაზ გიგაური, იმ ადამიანებს ამხნევებს, რომლებსაც გარკეული მიზეზების გამო საზეიმო განწყობა არ გააჩნია.
“ახლა თქვენზე ვფიქრობ ჩემო მოწყენილო მეგობრებო, რომლებსაც არ გეახალწლებათ. გიგზავნით სიყვარულს, პოზიტივს და ღიმილს.
არ წაიქცეთ და დარჩით ფეხზე! უფრო მეტიც, მიუხედავად ყველაფრისა, იარეთ წინ, იარეთ წინ და იარეთ წინ! თქვენ ეს შეგიძლიათ და მე მჯერა რომ შეგიძლიათ. აუცილებლად ამოვა მზე თქვენს ცხოვრებაში”, – წერს რამაზ გიგაური.