საზოგადოება

დილით ძეგლებმა პირბადეებით გაიღვიძეს…. – ,,ეს აქცია არ არის მერიის ორგანიზებული”

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება ძეგლების შეურაცხყოფაა.

“ეს აქცია არ არის მერიის ორგანიზებული, არც ნებადართული მერიიდან. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით. ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელი არის. რა ზომებიც იქნება გათვალისწინებული, იქნება დაჯარიმება თუ სხვა სანქციის გატარება, აუცილებლად გავატარებთ. ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. იმიტომ რომ პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს, 29 ნოემბერს თბილისში მდებარე ძეგლების ნაწილს პირბადეები გაუკეთეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააკეთა ეს და რა გზავნილი აქვს. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ამ გზით თბილისში ჰაერის დაბინძურებას უსვამენ ხაზს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close