საზოგადოება

საქართველოში ადამიანის უფლებათა პირველი მედიალაბორატორია იხსნება!

16 ივნისს, 13:30 საათზე, ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“  თბილისის ღია უნივერსიტეტთან და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა პირველ მედიალაბორატორიას ხსნის.

მედიალაბორატორიას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი,  თბილისის ღია უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე და „უფლებები საქართველოს“ დირექტორი ლადო მკერვალიშვილი გახსნიან.

ღონისძიების ფარგლებში მოხდება კვლევის – „გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები საქართველოში და მათი გადაწყვეტა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე“ – შედეგების გასაჯაროება.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები და ხარვეზებია სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების, პერსონალური მონაცემების დაცულობის უფლების, ჟურნალისტთა შრომითი უფლებების და უსაფრთხოების,  სასამართლოს მიუკერძოებლობის მხრივ.

პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდება იმ საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის შესახებ, რომლებიც კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე „უფლებები საქართველომ“ შეიმუშავა და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close