საზოგადოება
,,არა მგონია, ბორჯომის ხეობაში მოხალისეების თვითინიციატივით ჩასვლა სასარგებლო იყოს”

ირმა ინაშვილი – პარლამენტის ვიცე სპიკერი:
_ მესმის, რომ საზოგადოება შეძრწუნებულია, მაგრამ არა მგონია, სასარგებლო იყოს თვითშემოქმედება და წაღვერსა და დაბაში მოხალისეების თვითინიციატივით ჩასვლა და მოქმედება. ასეთი ტიპის სტიქიის დროს კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმია საჭირო და არა ემოციების გადმოფრქვევა. თუ მოხალისეების დახმარება გახდა საჭირო, ეს საგანგებო შტაბმა უნდა განსაზღვროს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს ხალხს და უზრუნველჰყოს მათი განაწილება კონკრეტულ მიმართულებებზე. ვიდრე შტაბს ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია, ფეხებში მეხანძრეებს ნუ ავებლანდებით, ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს თავდაცვის სამინისტროს რესურსიც.