საზოგადოება

ამწედან ახალგაზრდა კაცი ჩამოვარდა

ბათუმში, ერთ-ერთ მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა კაცი ამწედან ჩამოვარდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ,,პირველს” შსს-ში განუცხადეს, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად ახალგაზრდამ ხელი დაიზიანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

PIA.GE

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close