საზოგადოება

8 ნოემბერს ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
წლევანდელი კონფერენცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც იწარმოებს ელექტრონული ფორმით და გაიხსნება 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე.
კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close