საზოგადოება

,,ამის შესახებ არავისთვის მომიყოლია”-ნონა მამულაშვილის ოჯახის ტრაგიკული ისტორია

,,ვერ გადმოვცემ ეს რა ტკივილი და განცდაა… ცინკის კუბოებს როგორი სუნი აქვს იცით? ტკივილის, სიმწრის, უსუსურობის და სიბრაზის….ცრემლი დამიშრა მას შემდეგ"

პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან, ნონა მამულაშვილი რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამის მიზეზი ისაა, რომ ნონა, ,,ჯორჯიან თაიმსის” ტელეეთერში, გადაცემა ,,დროული კითხვების” პირდაპირი ეთერის დროს მომხდარი დაპირისპირების ,,გმირი” აღმოჩნდა. ნონა მამუკაშვილი ოპონენტს კინაღამ ფიზიკურად გაუსწორდა_ წყლით სავსე ჭიქა ესროლა და ხელით, საცემრად გაიწია. ნონა მამულაშვილი ამჟამად უკრაინაში მებრძოლი, მამუკა მამულაშვილის და არის. საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ ნონამ პოსტი დადო ფოტოსთან ერთად  და საზოგადოებას აქამდე უცნობი ამბავი მოუთხრო. 
,,ამის შესახებ არავისთვის მომიყოლია დღემდე.
1993 წელია, მამა, მამუკა და ჩვენი ბიჭები ტყვეობაში არიან, არავინ ვიცით გადარჩებიან თუ არა…მამას რაზმის ბიჭები, რომლებიც ბრძოლის დროს დაიღუპნენ, რამდენიმე კვირის შემდეგ გადმოვასვენეთ…
მაგ ბიჭების ხელში ვიზრდებოდით მე და მამუკა…
აეროპორტში მათ ცინკის კუბოებს ვხვდებოდით…
ვერ გადმოვცემ ეს რა ტკივილი და განცდაა…
ცინკის კუბოებს როგორი სუნი აქვს იცით? ტკივილის, სიმწრის, უსუსურობის და სიბრაზის….ცრემლი დამიშრა მას შემდეგ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი რუსეთი როგორ დამესრულებინა და როგორც იქნა დადგა ეგ ჟამი…ახლოსაა…ძალიან ახლოსაა
თქვენ სახელს სამშობლო სანთლებად დაანთებს ბიჭებო :
გია ირემაშვილი
სერგო ქსოვრელი
ვლადიმერ ლუბოვსკი
რომან ქართველიშვილი
პაატა პატარიძე
თამაზ ტოროშიძე
PS: ფოტოზე შუაში მამაა, მის გარშემო ჩვენი ოჯახის წევრები, ჩემი ორი ბიძა – გია და სერგო… დაიღუპნენ აფხაზეთში

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close