პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოზიცია შეიცვალა და ოპოზიციას იწვევს მოლაპარაკების მაგიდასთან

პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. შარლს მიშელმა პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ქვეყანაში შემნილ პოლიტიკურ კრიზისს, რაც, ამჯერად, არც ღარიბაშვილს უარყვია. პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა:
„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს შედგეს შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close