საზოგადოება

კახეთის გუბერნატორი ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, სახელფასო დანამატსა და პრემიას იღებდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა. 

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.

არასამთავრობო  ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2017 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემიას კი მხოლოდ 5 გუბერნატორი, მათ შორის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი იღებდა.

“2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემცირებულია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატების ჯამური რაოდენობა – 276 020 ლარით;
წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 101 354 ლარით მეტი გაიცა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში ხელფასის სახით. 2017 წელს ყველა სამხარეო ადმინისტრაციის მიერ 97 730 ლარით მეტი ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი; 7 ათასი ლარით შემცირდა სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯები, მივლინებებზე გაწეული ხარჯი კი, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 33 240 ლარით არის შემცირებული”, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევში.

წყარო: knews.ge/ge/kakhetinews/news

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close