ჯანდაცვა

“ავერსის კლინიკაში” ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაცია ჩატარდა

   3 მარტს ამიერკავკასიაში პირველად “ავერსის კლინიკის” სამედიცინო გუნდმა წარმატებით ჩაატარა ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია. საზოგადოებისთვის ახლად დანერგილი მეთოდის გასაცნობად კლინიკაში გამართა კონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ჩატარებული ოპერაციის, მისი მნიშვნელობის და შედეგების შესახებ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც.

ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხს. ოპერაცია ტარდება მაშინ, როდესაც მედიკამენტბით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებათა სრულფასოვანი კონტროლი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორებიცაა ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდულობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება და პაციენტები გაცილებით დამოუკიდებელნი ხდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაციით პარკინსონის დაავადებისიმპტომების მკურნალობ მედიცინაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი დანერგვა საქართველოში აამაღლებს უამრავ პაციენტის სიცოცხლის ხარისხს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად:

– ევროპის კლინიკებში ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაციის მინიმალური ღირებულება 40 ათასი ამერიკული დოლარია. ფასს უდიდესწილად განსაზღვრავს ის ტექნოლოგიები და აპარატურა, რომლებიც ერთჯერადად გამოიყენება ოპერაციის დროს. ამერიკულ კომპანია “მეტრონისთან” მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ოპერაციის ღირებულება გაციებით ხელმისაწვდომია და საშუალოდ 70 ათას ლარს შეადგენს, გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ. მისივე თქმით, “მეტრონისის” წარმომადგენლები პირველ ოპერაცის დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ “ავერსის კლინიკის” სამედიცინო გუნდი, ქირურგი და მთელი პერსონალი მზადაა ამ რანგის ოპერაციების ჩასატარებლად:

– ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდის დასანერგად მუშაობა 4-5 წლის წინ დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიების შეძენა სოლიდურ ფინანსურ ხარჯს მოითხოვდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ისეთი გუნდის მომზადება, რომელიც სათანადოდ წარმართავდა ამ ოპერაციას. “ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ რამდენიმე ქვეყანაში გაიარა სტაჟირება, რომ სრულფასოვნად შეესწავლა მეთოდი. დღეს ჩვენი კლინიკა და სამედიცინო პერსონალი მზად არიან რთული მანიპულაციების ჩასატარებლად.

“ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსმა ლაშა ბაქრაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპერაციები უზუსტეს ტექნოლოგიებს მოითხოვს, ამიტომ უახლესი და მაღალი ხარისხის აპარატურა გადამწყვეტ როლს ასრულებს ოპერაციის წარმატებაში:

– კარგ შედეგს თანმიმდევრული მუშაობიშედეგად ვიღებთ, რაც პირველმა ოპერაციამაც ადასტურა. მაღალტექნოლოგიურ აპარატურასთან ერთად მნიშვნელოვანია ნევროლოგის, ანესთეზიოლოგის და გუნდის შეწყობილი მუშაობა. ნეიროქირურგი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირამიდის მწვერვალია, – აღნიშნა ბატონმა ლაშამ. მან განგვიმარტა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს გულმკერდის მიდამოში, კანქვეშ, მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას, რომელიც ტვინში ელექტრონულ იმპულსებგზავნის, ამგვარად ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც მოძრაობის დარღვევას იწვევ ან აკორექტირებს მათ. პაციენტის სრული რეაბილიტაცია ერთ თვეს მოითხოვს – ამ ხნის განმავლობაში ელექტროსტიმულატორის პარამეტრების მატების პროცესი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა პაციენტი ეფექტს პირველივე დღეებიდან გრძნობს.

კონფერენციის დასასრულს, როდესაც ოპერაციიდან ათი საათი იყო გასული, პაციენტმა, 36 წლის გოჩა ნიკოლეიშვილმა, დამოუკიდებლად შეძლო პალატიდან გამოსვლა და ჟურნალისტებთან შეხვედრა. მან მადლობა გადაუხადა “ავერსის კლინიკის” მედპერსონალს და აღნიშნა, რომ ქართველ პროფესიონალთა დამსახურებით ამ პრობლემის მქონე ადამიანებს მიეცათ შანსი, მათი ცხოვრების ხარისხმა საგრძნობლად აიწიოს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

“ავერსის კლინიკის” ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, რომ ამ დროისთვის კიდევ სამი ოპერაციაა დაგეგმილი, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩატარდება.

.

.

 

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close