ჯანდაცვა

,,ყველა ჩინოვნიკი, ვისაც ონკოლოგიური ცენტრის პროექტზე ხელის შეშლაში წვლილი მიუძღვის, ჩემს სიაში მოხვდება”

,,ბევრჯერ დავაპირე ამ თემაზე დამეწერა, მაგარამ კიდევ რაღაცის იმედით თავს ვიკავებდი. დღეს კიდევ ერთხელ მიღებულმა წერილმა დამარწმუნა, რომ გაჩუმების არც დროა და არც მორალური რესურსია დარჩენილი. მე დღეს თუ არ ვიტყვი, ავტომატურად საკუთარი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე ვხდები.

კვირა არ გავა, რომ ევროპის კლინიკებს არ მომართოს ქართველმა პაციენტმა, სიტყვა მომართვა არ შეესაბამება ამ პროცესს!
დაწვება ან კლინიკის წინ, ტროტუარზე ან დერეფანში და ითხოვს შველას. 90 % ონკოლოგიური პაციენტია. უმეტესობა სიცოცხლის გადასარჩენად სამშობლოზე უარს ამბობს და ლტოლვილად ბარდება. ერთვება მთელი ბიუროკრატიული მექანიზმი და სათანადოდ იწყება ამ პაციენტების მკურნალობა. ეს მარტივად გიამბეთ, ამის უკან დგას ჩემი თანამემაულეების დიდი ტკივილი, სირცხვილი, შიში, დამცირება, უიმედობა და ა.შ.

ადამიანი ტოვებს მის სახლ-კარს, ან ბოლო სარჩოს ყიდის და მიდის დასაკარგავში თავის გადასარჩენად.
არ იცის რა ელოდება…!
თქვენ წარმოიდგინიეთ, უკვე ბიზნეს საქმიანობადაც კი აქციეს ზოგირთმა ქართველებმა, არალეგალურად ქართველების ამ მიზნით ევროპაში ჩამოყვანა. ან სულაც ტელევიზიით ხშირად გვინახვს თავმომწონე რეკლამა -უცხოეთში მკურნალობის ბიურო.. ან სულაც ანალიზების გაგზავნა ევროპაში, ვერ წარმომიდგენია, რომ ერთი კვირა რომ სისხლია გზაშია ის ანალიზი უფრო ზუსტია, ვიდრე საქართველოში გაკეთებული. გულსატკენია პაციენტებისაგან ჩემი ქართველი კოლეგების მიმართ ნდობის დაკარგვის ფაქტორი.
ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ასე, წელიწადში, ჩვენ თანამემამულეებთან ერთად 20 მილიონი ლარი გადის საქართველოდან.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ავსტრიის სახელმწიფოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის სამედიცინო პროექტებს განვითარებად ქვეყნებში. საუბარია უპროცენტო, გრძელვადიან სახელწიფო სესხზე. ერთ ერთმა ცნობილმა ავსტრიულმა კომპანიამ წინადადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოში ონკოლოგიური ცენტრის შექმნის თაობაზე, რომელიც იქნებოდა სახელწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებული. ცენტრი მოიცავს ყველა დისციპლინას, რაც ონკოლოგიასთან კავშირშია, დიახ ფაქტიურად მთელ მედიცინას.

საუბარია ონკოლოგიურ ცენტრზე, რომელიც ემსახურება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ რეგიონს, ცენტრს ექნება არა მარტო სადიაგნოსტიკო განყოფილებები, არამედ სამკურნალო, მათ შორის: სხივური თერაპიის, ასევე PET ცენტრი მისი ციკლოტრონით, ლაბორატორია რომელიც ყველა კვლევას აწარმოებს, ასევე ქიმიო თერაპიის განყოფილება. ცენტრი იქნება სახელწიფო, ანუ ხელმისაწვდომი ყველასათვის, ასევე იქნება საუნივერსიტეტო, საგანმათლებლო.
ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ყოფილიყო სასწავლო ცენტრი, სადაც ავსტრიელი კოლეგები იმუშავებდნენ ქართველი კოლეგების გვერდით 5-6 წლის განმავლობაში, ქართველი ექიმები და ყველა სამედიცინო პერსონალი გაივლიდა ხანგრძლივ სტაჟირებას ევროპის კლინიკებში. შეიქმნებოდა ტუმორრეგისტრის ბაზა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ევროპის ტუმორრეგისტრთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველ ექიმებს საშუალება ექნებოდათ, ევროპულ სამეცნიერი კვლევებში მონაწილების. გათვალისწინებული იყო სპეციალისტების მომზადებას არა 3 თვიანი კურსებით არამედ სრული 5-6 წლიანი პროგრამით, ისე როგორც ეს ავსტრიაშია მიღებული. პროექტი ითვალისწინებდა სერთიფიცირებული ტუმორბორდის შექმნას და ტელემედიცინას ავსტრიის საუნივერსიტეტო კლინიკებთან. არა სკაიპით!

2 წელია რაც ამ პროექტზე ვჯახირობთ, მე თავად ერთი წელია რაც ჩავერთე. საქართველოში უკვე 2 წელია ჩამოდიან ჯგუფები , იყვნენ სხვადასხვა სამინისტროებში.

დღეს წერილი ისევ ონკოლოგიურ პაციენტს ეხებოდა, რომელიც მზადაა, რომ ბოლო სარჩოც გაყიდოს და შვილი გადაარჩინოს საზღვარგარეთ წაიყვანოს სამკურნალოდ….
გასკდა გული უკვე მერამდენედ. 2 წელიწადში უკვე ბევრი რამ იქნებოდა გაკეთებული.

ვიცი, როგორი ეფექტურია ასეთი პროექტები, თავად მაქვს მიღებული მონაწილეობა ერთ ერთ წარმატებილ პროექტში.

საქართველოში განსახორციელებელ პროექტს კი ჯერ პირი არ უჩანს. ან არ სცალიათ, ან არ სჭირდებათ, ან ვერ გაიგეს მისი სიკეთე, ან სულაც ვისაც ხელეწიფება ამ პროექტისათვის მწვანე შუქის ანთება, ის სხვისი ლობირებითაა დაკავებული.

ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მე დავიწყე სიის შედგენა, სია გადაეგზავნება ევროპის ყველა კლინიკას დანართი წერილით (ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას), რომ სწორედ ეს ხალხი მისი ოჯახის წევრების ჩათვლით, როცა თავად დასჭირდებათ არც ერთმა კლინიკამ არ მიიღოს სამკურნალოდ! სხვა გზას ვერ ვხედავ.

მადლობა მინდა ვუთხრა ერთ ახალგაზრდას, რომელიც დაუღალავად შრომობს ამ პროექტის განხორციელებისათვის, სამწუხაროდ, ის ბევრს ვერაფერს გახდება მარტო.

არ დავინახო პოლიტიკური კომენტარები, არც გაბედოს ვინმე ჩინოვნიკმა ვისაც ეს გულზე მოხვდება, ჩემი ოჯახის წევრებით დაინტერესება!
აღნიშნული პოსტი არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებისათვის”, – წერს სოციალურ ქსელში წარსულში ცნობილი ტელეწამყვანის, დავით კიკალიშვილის მეუღლე ირმა კვიცარიძე, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა და ჯანდაცვის საერთაშორისო პროგრამებშია ჩართული.

წყარო: mediamall.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close