,,აბასთუმანში, ვანო მერაბიშვილის ფეშენებელური სასახლეში, დღემდე ჩადის მამამისი. როგორ აიშენა გაღლეტილმა ვანომ, ცალკე საკითხია”
„Facebook“-მომხმარებელი ეკა სილაგაძე აბასთუმანში ტუბდისპანსერის გადატანის შესახებ „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმიანება და წერს:
„აბასთუმანში სახლი მაქვს. მილიონერების ბუმი იყო ჯერ კიდევ მიშას დროს, მაგრამ ყველა, ვინც აბასთუმანში ინვესტორად მოიაზრა ნაძირალა სააკაშვილმა, გაჩერდა და ვერაფერი გააკეთა, რადგან ორი იმდენი წილად მოსთხოვა, რაც უნდა დაეხარჯათ. მათ შორის იყო პარუნაშვილი, ყოფილი დეპუტატი და ბანკი რესპუბლიკის პატრონი – ლაშა პაპაშვილი. იქაური ხალხი დაუსაქმებელი, გაღარიბებული, ეზო ეზოს არ ჰგავს არსად, გზები მგონი ასი წლის წინ შეკეთდა ბოლოს… ჰოდა შარშანდელს მერე, რაც ივანიშვილი გამოჩნდა იქ, გინდათ თუ არ გინდათ ზოგიერთებს, აბასთუმანს პერსპექტივა გამოუჩნდა. გზის გაჭრას აპირებდა აბასთუმანი – საირმის მიმართულებით კვირიკაშვილი-ალავიძე, რომელიც დაუშვებელი იყო და ამ კურორტს ფაქტიურად არარაობად აქცევდა, მაგრამ პირველი რაც მოხდა, ამ გზის მიმართულება შეიცვალა. ეგრეთწოდებული, ერთადერთი, ტუბ საავადმყოფო ”ზეკარი”, მოექცა ივანიშვილის ინტერესის არეალში. დიდი ხანია ეს შენობა ფეკალიების ზევიდან ტივტივებდა, იქ, გარშემო მაცხოვრებელი ადამიანები კი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში იყვნენ… ამიტომ, ზეკარის დანგრევა იქაურებისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.. ხოლო იქაური მაცხოვრებლებისთვის ხუთასი მეტრის მოშორებით დაიწყო ოთხ სართულიანი კორპუსების მშენებლობა, რომელშიც კუთვნილი საცხოვრებელი ფართებს + 30 % ფართი დაემატა და ასე შენდება მათთვის გარემონტებული ბინები.
იმ კორპუსების ადგილზე, სადაც მოსახლეობას ნაკვეთები და ბოსტნები ჰქონდა, ყველას მისცეს მაგიერი! გამოცვალეს კომუნიკაციები! წყლის სათაო ნაგებობაზე მიდის რეაბილიტაცია და ახლა იმედი მოგვეცა, რომ იწვიმებს, ტალახი არ წამოვა აბასთუმნის ონკანებში! გარდა ამისა, ქართუ ფონდის დაფინანსებით, მოხდება ეზოების სრული რეაბილიტაცია, აბასთუმანში მოწესრიგდება გზები, ივლიან ელექტრომობილები, რადგან იქაური ჰაერის სისუფთავე 95 % იანია. ტუბ საავადმყოფო სხვაგან გადავიდა… სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა აწი ფეშენებელურ სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი… იმხელა ზეკარის საავადმყოფო სულ რაღაც 17, ძირითადად ყოფილ პატიმარ, ტუბერკულიოზით დაავადებულებს ემსახურებოდა… რომლებსაც მარტო ჰაერი არ კურნავს სხვათა შორის… იქაურ მოსახლეობას ჰკითხოს ვინმემ, როგორია ეზოში რომ გაივლის ტუბით დაავადებული ვინმე და თავის ნახველს სადაც ფეხით გიწევს სიარული იქ დატოვებს? მოშორებით მათი გადასვლა, ყველაზე ლოგიკურია და საჭირო! კომუნისტების დროს ასეთი ავადმყოფები ჭიქებით დადიოდნენ და ნახველს ჭიქაში ათავსებდნენ! მოკლედ, ამ ყველაფრის დაჯერება იმიტომ არ გვიჭირს, რომ უკვე დაწყებულია ყველა შესაბამისი პროცესი… ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!
P.S. „რუსთავი 2“-ს რატომღაც გამორჩენია სიუჟეტში აბასთუმანზე ვანო მერაბიშვილის ფეშენებელური სასახლე. დღემდე ჩადის იქ მამამისი და როგორ და რანაირად აიშენა შსს მინისტრმა, ადრე გაღლეტილმა ვანომ, ცალკე საკითხია.
არც ყოფილი გამგებლის, ნაციონალი ნაჯიბულას ხელში ჩაგდებული ათობით შენობა და ქონება უხსენებია „რუსთავი 2“-ს, რომლებსაც ახლა იგივე „ქართუ ფონდს“ მილიონებად უფასებს! ერთ-ერთი ტუბ საავადმყოფო უგულავას ხელშიც ყოფილა, როგორც მითხრეს და სამ მილიონად აფასებენ „მეწილე“ ნაძირალა ნაციონალები! ჰოდა… სადაც თქვენი დაიკვეხნოთ ნაც ნაძირლებო, იქ ჩვენიცა თქვითო, ნათქვამია!“
წყარო: https://for.ge