საინტერესო

გამოვიდა ახალი ჟურნალი “MEET GEORGIA” – „გაიცანი საქართველო“

გამოვიდა ახალი საინფორმაციო ჟურნალი “MEET GEORGIA” – „გაიცანი საქართველო“ პირველი ნომერი.

ქართულ-ინგლისური, ჟურნალის პირველ ნომერში ქართველი და უცხოელი მკითხველები გაეცნობიან მრავლ საინტერესო ინფორმაციას საქართველოს, რეგიონების, ეკონომიკისა და ბიზნესის ტენდენციების, ქართული მოდის, კულტურის, სპორტის ტრადიციების, ქართული ღვინისა და კულინარიის, კომპანიების შესახებ.

მსოფლიო მედიის განვითარების ტენდენცია ცხადჰყოფს, რომ ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ადამიანები იღებენ უამრავ ინფორმაციას, მათ აუცილებლად სჭირდებათ განტვირთვაც და ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, სადაც ახლბურად  და ამომწურავად იქნება მოყოლილი  საინტერესო ამბები თუ ფაქტები ერთი თემის ირგვლივ.

„ჩვენთვის მთავარი თემა არის საქართველო. საქართველოს გეოგრაფიული, ბიზნეს-ეკონომიკური, ტურისტული, ინოვაციური, კულტურული, ტრადიციული, სპორტული და ა.შ, პოტენციალისა და მიღწევების წარმოჩენა და მისი გაცნობა უცხოელი სტუმრებისთვის, ქვეყანაში აკრედიტებული დიკორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების,  საქმიანი, ბიზნეს წრეებისა და დაინტერესებული პირებისთვის“, – აცხადებენ გამომცემლები.

კონცეპტუალური გააზრებისა და წინასწარი კვლევების შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული სახის საინფორმაციო სარეკლამო პროდუქტის დეფიციტი თვალსაჩინოა, ხოლო მოთხოვნა დიდი.

ჟურნალში მასალები წარმოდგენილია ძირითადად ვიზუალური სახით (ფოტო) და მცირე ზომის საინფორმაციო სარეკლამო ტექსტებით ქართულ და ინგლისურ ენაზე. ტექსტების მცირე მოცულობა და ვიზუალური ეფექტი ჟურნალს სძენს დინამიურობას და მისგან სრული – ამომწურავი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი ხდება მინიმალურ დროში – 40 წუთი ყველა რუბრიკისთვის.

ჟურნალის პირველ ნომერში, რედაქციის მიმართვაში აღნიშნულია:  ეს ჟურნალი  თქვენთვის შევქმენით – საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სტუმრებისთვის. შევქმენით იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ ქვეყანა – სადაც ცხოვრობთ ან სადაც გადაწყვიტეთ მოგზაურობა, დასვენება ან სულაც იმყოფებით საქმიანი ვიზიტით.

ჩვენი ჟურნალის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ აღმოაჩინოთ ახალი, უცნობი და საინტერესო ფაქტები, ადგილები ან გაიხსენოთ რომელიმე კონკრეტული ამბავი თუ მოვლენა წარსულიდან.

ქვეყნის სტუმრებს შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო ამბებს საქართველოზე, მის კუთხეებზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე; აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მარშრუტები, მოინახულოთ ისტორიული, კულტურული, დასვენებისა და გართობის ადგილები; იფიქროთ სამომავლო ბიზნესაქტივობაზე ქართულ ეკონომიკაში, გაეცნოთ ქართულ ბრენდებს და ისარგებლოთ სასურველი ქართული სერვისით.

ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ საჯარო სექტორს, ქართულ კომპანიებს, მოუთხრონ თანამოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს საკუთარ წარმატებებზე.

მაშ, ასე: „გაიცანი საქართველო“ ჩვენთან ერთად!“

ჟურნალის გამომცემელია კომპანია „დიდ ფაქტორი – DID FACTORY” და ის ვრცელდება უფასოდ.

თბილისი,

დ.უზნაძის 9

ჟურნალი „MEET GEORGIA”

555 202 200

 

 

Related Articles

Back to top button
Close