საზოგადოება

,,არც დეზობარიერია, არც სადეზინფექციო ხსნარი და არც თერმოსკრინინგით იწუხებს ვინმე თავს”

თეონა ჭალიძე, ,,სტრატეგია აღმაშენებლი”-ს დამფუძნებელი:

_ არც დისტანცია და არც არანაირი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. ესაა ადგილი სადაც რისკჯგუფების ყველაზე მეტ წარმომადგენელს უწევს მისვლა. არც დეზობარიერია, არც სადეზინფექციო ხსნარი და არც თერმოსკრინინგით იწუხებს ვინმე თავს. უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე იმასაც ვერ ხვდება, რომ ასევე უპასუხისმგებლოა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი წოწკოლაური და კარგა ხანია მას ეს პოსტი უნდა დაეტოვებინა. სხვა არაერთი პრობლემაა ამ სამსახურში, გაუმართავი სისტემა, არასამუშაო გარემო, ადამიანზე არაორიენტირებული მიდგომა, ხარვეზები საკანონმდებლო დონეზე რომლის გამოსწორებაზე არავინ არ ფიქრობს. ორშაბათს კიდევ მივალ და პირადად ვნახავ რა ზომებს მიიღებენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.
აქვე მივმართავ გახარიას სასწრაფო წესით რომ დახურეთ ობიექტები და იქ დასაქმებული ხალხი მშიერი დატოვეთ, ამაზე რას ფიქრობთ?

Related Articles

Back to top button
Close