საზოგადოება

,,იმნაიშვილი კი არა, ბიბისის დამფუძნებელი მამები რომ გააცოცხლონ, იმათაც ნიკა ლალიაშვილის ტრენდზე მოუწევთ გადაჯდომა”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ თუ ვინმე სერიოზულად მიიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ იბრძოლა ამდენი რუსთავი-2-ის ქიბარ ხალვაშისთვის დასაბრუნებლად, რომ იქ ობიექტური და კრიტიკული ჟურნალისტიკის დენდროლოგიური პარკი უნდა გააშენოს და არა პროსახელისუფლო ბაღჩა-ბოსტანი, მაშინ ლოგიკურად მესმის იმაზე მსჯელობა, კარგი ხელმძღვანელი იქნება თუ არა ირაკლი იმნაიშვილი. უბრალოდ არ მესმის ბაღჩა და ბოსტანი რატომ უნდა გეგონოს პარკი.

ხოლო თუ ასე არ გგონია, მაშინ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი? იმნაიშვილი კი არა, მთლად ბიბისის დამფუძნებელი მამები რომ გააცოცხლონ, იმათაც ნიკა ლალიაშვილის ტრენდზე მოუწევთ გადაჯდომა.

Related Articles

Back to top button
Close