ქვეითების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან – 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ – 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე ავტომანქანების დგომის 65 ადგილი შეიზღუდა. ასევე, ჭავჭავაძის N37-თან ტროტუარებზე პარკირების 12 ადგილი გაუქმდა. ანალოგიური ცვლილებები შეეხო ყაზბეგის გამზირის N9ა-ში არსებულ პარკირების სამ ადგილსაც.

თბილისის მერია ქვეითთა უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად, ტროტუარებზე პარკირებას ეტაპობრივად აუქმებს. 2014 წელს ქვეითთა სავალ ზოლზე არსებული 2 200 ადგილიდან დღეისთვის, სულ 924-ია დარჩენილი. პარალელურად, დედაქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე – 105, წინანდლის ქუჩაზე – 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი.

მითითებულ მისამართებზე მერია პარკირების ადგილებს შშმ პირთათვის გამოყოფს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი