საზოგადოება

,,ადამიანებს უხსნიან დახმარებებს გაურკვეველი მიზეზებით…” _ აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროსთან აქცია ჩატარდა. აქციის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი”. მათ გააპროტესტეს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარება და აღნიშნეს, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახებს სათანადო დახმარებას არ უწევს.  euronews.ge სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესამსახურს დაუკავშირდა და აქციის ორგანიზატორების ბრალდებებსა და მოთხოვნებზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

სააგენტოს პოზიცია ასეთია:

,,აქციის მონაწილე სამმა პირმა სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში დატოვა თავისი განცხადება. 1 მათგანი მაღალ სარეიტინგო ქულას აპროტესტებდა, დანარჩენი 2 კი საარსებო შემწეობის მიმღებია და საცხოვრებლის პრობლემა აქვს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უსახლკაროთა აღწერას და მათ რეგისტრაციას აწარმოებენ ადგილობრივი თვითმმართველობები, ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო არ არიან ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მოსახლეობის ბინით უზრუნველყოფის პრობლემებზე. მოქალაქეებს, რომელთაც ასევე სურდათ განაცხადის დაწერა, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდათ საიდენტიფიკაციო რაიმე დოკუმენტი, რის გამოც ვერ მოხერხდა განაცხადების მიღება. ისინი დაგვპირდნენ, რომ დღის განმავლობაში წარმოადგენენ დოკუმენტაციას და მოხდება მათი განაცხადების მიღებაც. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. რასაკვირველია, შეისწავლის მათ განაცხადებს და ეცდება მათ დახმარებას”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close