საქართველო-ლიტვის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ფეხბურთელებმა ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვდებიან.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრნენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი