მსოფლიო

ფრანგი პოლიციელი, რომელმაც მძევლებში საკუთარი თავი გაცვალა, დაიღუპა

ფრანგი ოფიცერი არნო ბელტრამი, რომელმაც მძევლებში საკუთარი თავი გაცვალა, დაიღუპა. ამის შესახებ BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

45 წლის წლის პოლიციის ოფიცერი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გმირად შერაცხა.

საფრანგეთის ქალაქ ტრებესში, სუპერმარკეტ Super U-ზე თავდასხმამ ბოლო მონაცემებით სამი ადამიანი იმსხვერპლა.

თავდამსხმელის, 25 წლის მაროკოელი რიდუენ ლაკადემის ლიკვიდაცია პოლიციამ შემთხვევის ადგილზე შეძლო. ის თავს ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრად მიიჩნევდა.

23 მარტს, თავდამსხმელმა ქალაქ კარკასონში ავტომობილი გაიტაცა, მოკლა მგზავრი და დაჭრა ავტომობილის მძღოლი. ამის შემდეგ, ის აედევნა პოლიციელებს, რომლებიც ქუჩაში ვარჯიშობდნენ. შემდეგ ტერორისტი შეიჭრა სუპერმარკეტში და მძევლები აიყვანა, რის დროსაც კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის თქმით, მოროკოელი ციხიდან სალაჰ აბდესლამას გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც პარიზში 2015 წლის 13 ნოებრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მაშინ ტერაქტს 130 ადამიანი ემსხვერპლა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close