არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი:

_ დღეს ორშაბათია და სამუშაო კვირა დაიწყო. უამრავი ადამიანი სამსახურშია, რომელიც ზოგს უხარია ზოგს კი არა. ზოგი უფროსისგან განიცდის დამცირებას, ზოგს გონია, რომ უფროსი ამცირებს. ზოგს თანამშრომელი აღიზიანებს და საერთოდ ვერ ხვდება რატომ. ზოგს გონია, რომ მთელი სამსახური მის წინააღმდეგ არის და განიცდის. ზოგს გონია, რომ ხელფასს ბევრად მეტს იმსახურებს და არ აძლევენ. ნუ დაიმძიმებთ თავს, პირველივე დღიდან სიხარული გაეცით თუნდაც არ გქონდეთ ამის ხალისი...

 გასამხნევებლად კი პავლე მოციქულის დარიგებას შეგახსენებთ, რომ თუნდაც მართლა გემტერებოდეთ ვინმე, მაინც არ ეცადოთ შურისძიება. “ღმერთს ებარებოდეთ”
  ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას. თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი“.
ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი. (რომაელთა მინართ ეპისტოლე).

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი