საზოგადოება

რატომ ითხოვს ნათელაშვილი, აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე?

თურქეთის სახელმწიფო ბანკების მიერ აფხაზური საბანკო- პლასტიკური ბარათების აღიარების გამო, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოითხოვს, საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩის დაბარებას.

შალვა ნათელაშვილი:

_ სანამ თურქული ავიახაზების უმსხვილესი აქციონერი ბიძინა ივანიშვილი დაკავებულია საქართველოში ერთპარტიული ტირანიის განმტკიცებით, თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსუორ_ აფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათები თავიაანთი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა მსოფლიო საანგარიშსწორებო ქსელში. ეს არის არამეგობრული ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოსგან იმ დროს, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე სრული საერთაშორისო ეკონომიკური ბლოკადააა დაწესებული. კატეგორიულად მოვითხოვთ ტირანი ივანიშვილისგან, სასწრაფოდ გასცეს განკარგულება, გამოიძახონ საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი. აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილებს საქართველოს ტერიტორიაზე, დაწესდეს თურქულ ბანკებზე, რომლებმაც ეს მტრული ქმედება ჩაიდინეს, საერთაშორისო სანქციები და რაც მთავარია, ჩვენ არ გვავიწყდება ტაო-კლარჯეთი, რომელიც თურქეთმა ერთი საუკუნის წინ მიისაკუთრა და რომელზეც აუცილებლად დავიწყებთ იურიდიულ და პოლიტიკურ მუშაობას საერთაშორისო არენაზე. ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს თურქეთის რეგიონალურ იმპერიად გადაქცევას და მის გაბატონებას ამიერკავკასიაში, მაგრამ იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოღალატე დიქტატორია წამოსკუპებული, ეს აძლიერებს ჩვენს საშინაო და საგარეო საფრთხეებს. უკანონო ერთპარტიული პარლამენტის დაწყებიდან ორ დღეში თურქეთმა ფაქტიურად, დე-ფაქტოდ მოახდინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს სხვა არაფერია, როცა მათ გამოშვებულ საბანკო პლასტიკურ ბარათებს მისცა იურიდიული ძალა და ამით გზა გაუხსნეს სეპატატისტულ, გენოციდის ჩამდენი სოხუმის ხელისუფლებას, ჩაერთოს მსოფლიო საფინანსო პროცესებში

Related Articles

Back to top button
Close