საზოგადოება

,,ორი დღის წინ გავიდა სახლიდან…” _ 15 წლის ბიჭს მშობლები ეძებენ

15 წლის სანდრო მახათაძეს უკვე ორი დღეა მშობლები უშედეგოდ ეძებენ. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მოზარდის დედა საზოგადოებას სთხოვს, შვილის ძებნაში დაეხმარონ.

„ორი დღის წინ გავიდა სახლიდან. არ უთქვამს სად მიდიოდა. იმის მერე აღარ დაბრუნებულა. ახლა პოლიციაში ვარ, განაცხადი უნდა გავაკეთო. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ. იქნებ ვინმემ ნახა ჩემი შვილი და რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ. თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, დამიკავშირდით – 555 24 21 84“, – ამბობს დაკარგული მოზარდის დედა.
წყარო: mshoblebi.ge, მერი ბლიაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close