სამართალი და კრიმინალი

შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდება?

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:

  ,,ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი კარგად გრძნობს, რომ მათი პოლიტიკური მესაფლავე ლეიბორისტული პარტია იქნება და ასევე, კარგად აცნობირებენ, რომ მოახლოებულ არჩევნებში სწორედ ლეიბორისტებისგან მიიღებენ გადამწყვეტ დარტყმას. სწორედ ამიტომ გამოიყენა პოლიცია და სპეცრაზმები ხელისუფლებამ სემეკის შენობაში ლეიბორისტთა მშვიდობიანი საპროტესტო, მჯდომარე აქციის აღსაკვეთად. უფრო მეტიც, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, მათი თანამშრომლები, ინტერნეტით 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ პარტიისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ მასობრივ ფსიქოლოგიურ შეტევებს, ცილისწამების აღვირახსნილ კამპანიას, მუქარისა და შანტაჟის გამოყენებას, დღეს კი უშიშროების აგენტმა, ვინმე მინდია ავთანდილის ძე ზვიადაურმა სოციალური ქსელებით პირდაპირ განაცხადა პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილზე ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი ან აღკვეთს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე დევნის ამ კამპანიას, ან ქართველი ხალხი თვითონ მოუღებს ბოლოს მათ თარეშს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close