საზოგადოება

,,მიმღების ქალი შემოვარდა პალატაში და იყვირა: შეაჩერეთ გადასხმა, მგონი, ფულს არ იხდიანო…”

,,ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ!!! ცუდი ამბავი გავიგე, ძალიან ცუდი… ერთი პატიოსანი და კარგი კაცი, არაადამიანურმა სისტემამ გაწირა და მოკლა!!! ინსულტის გამო აპარატზე იყო მიერთებული… სახელმწიფო დაფინანსება (15.000 ლარი, რაც დაახლოებით ორი კვირაა საკმარისი), როცა ამოეწურა, ოჯახს ვალის უზრუნველყოფაზე მოაწერინეს ხელი (გარანტიად სახლი ჩაიდო) მაგრამ, როცა ეს სავარაუდო თანხის ლიმიტიც დამთავრა და ოჯახს სხვა არაფრის საშუალება აღარ დარჩა კლინიკამ, რომელიც ვეღარ გაძღა, აპარატიდან გამორთო!!!
კი მაგრამ, ესაა ჰიპოკრატეს ფიცდადებული ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკის პერსონალთა ჰუმანიზმი?! ცოცხალი ადამიანი როგორ მოკალით?!!! კაცი სიკვდილისთვის როგორ გაიმეტეთ?!!!
დღეს მისი დაკრძალვის დღე ყოფილა… ეჰ, უფალმა გაანათლოს მისი სული…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი.

ამ ფეისბუქსტატუსს საზოგადოება კომენტარებს უწერს:

,,მამაჩემიც ინსულტით მოხვდა საავადმყოფოში და ხუთ დღეში სახლში გაწერეს მომაკვდავი კაცი…მე რით დავეხმარო სახლში თქო და მაშინ დღიურად 250 ლარი გადაიხადეთო და დავიტოვებთო…და ამ ფასად დღეში ორჯერ წნევას უზომავენ და ლარნახევრიან წვეთოვანს უდგამენ. უსამართლობაა ყველა სისტემაში.

დევნილი ვარ, ქირით ვცხოვრობ რუსთავში და აპლიკაცია შევავსე ბინის თაობაზე და 1 ქულა მომანიჭეს.ეს რას ნიშნავს თქო და ცინიკურად მიპასუხეს, შენ მდიდარი დევნილი ყოფილხარ, აბა, ბინის ქირას როგორ იხდიო? მარტო ღმერთმა იცის საიდან და როგორ ვიხდი იმ ქირის ფულს და რა, ვის ადარდებს შენი პრობლემა, არც არავის. ეს ფაქტი საშინელებაა, სიტყვები არ მყოფნის, ბრაზი მახრჩობს და ვუსამძიმრებ ჭირისუფალს”.

,,აღშფოთებული ვარ. სასიკვდილოდ განწირული ცოცხალი ადამიანი და გაწირული, სიცოცხლის ბოლომდე ავადმყოფის ოჯახის წევრები! რასაკვირველია, სისტემა თურმე ასეთ შემთხვევაში ადამიანის მხარეს არ დგას, მაგრამ ექიმები სად დგანან? ჯალათების როლში რატომ გამოდიან? დაავიწყდათ, თუ ზრდილობისთვის დადეს ჰიპოკრატეს ფიცი?!”

,,დაზღვევა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს, ჩემი შვილი მივიყვანე სასწრაფოთი, მოიწამლა, დაფინანსება არ გეკუთვნითო. დავრეკე სამინისტროში და გავარკვიე, რომ სასწრაფო დახმარებას როცა საჭიროებს ან გადაუდებელი ოპერაციაა, საჭირო ფინანსდება სრულად !! მიმღების ქალი შემოვარდა პალატაში და იყვირა, შეაჩერეთ გადასხმა და მკურნალობა, მგონი ფულს არ იხდიანო !!! 26–წლის ბიჭზე …. კინაღამ სიცოცხლე შევუჩერე იმ ქალს !!!ასე, რომ უნდა იბრძოლოთ !! სამინისტრომ უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლოს კერძოები. განუკითხაობაა !!!!”

,,სასწრაფოთი გადავიყვანე აგვისტოში 8 წლის შვილი ბირჯომში. მოწამლული. ენტეროვირუსი ჰქონდა. გადასხმა გაუკეთეს. წამლები მე ვიყიდე და ჩაიც მე შემივიტანე , რომ მშიერზე არ დაელია წამალი. 65 ლარი გადავიხადე და იმ დილით 30 ბავშვი შემივიდა, გადასხმით გაუშვეს. ყველას ფული გადაახდევინეს. ჩეკი ისევ მიდევს ჩანთაში…”

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close