საზოგადოება

რა წესების დაცვას მოგვთხოვენ პანდემიის პირობებში, არჩევნებზე

კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ, საქართველოს პარლამენტში მორიგი  სამუშაო შეხვედრა გაიმართა 

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამინისტროების, საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ამოცანის უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. შეხვედრას დაესწრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

შეხვედრის მონაწილეებმა  საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებსა  და ეპიდ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.  იმსჯელეს კარანტინის ზონებში, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომების დაცვისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოვალეობების შესახებ.

არჩევნების გამართვის შესახებ საბოლოოო პირობები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

Related Articles

Back to top button
Close