საზოგადოება

,,უმძიმესი წუთები გვიდგას, ნათია წავიდა, აღარ არის, გაქრა, დაგვტოვა…”

,,უმძიმესი წუთები გვიდგას ახლა. ნათია წავიდა. აღარ არის, გაქრა,
გვტოვა. 
არ დაელოდა საქართველოში ჩამოსვლას. ძალიან დაიღალა და დასვენება გადაწყვიტა. სახლში 4 წლის სიცოცხლე ელოდა, მაგრამ უბრალოდ ვეღარ გაუძლო. ნათია, შენ ჩვენი ფონდის ძალიან დიდი ტკივილი ხარ, ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს.

ვუსამძიმრებთ ნათიას ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს” _ წერს ,,დედების ფონდი”.

დღეს, euronews.ge -მ გამოქვეყნა სტატია, სადაც წერია, რო ნათია სამხარაძემ თავდაპირველად მკერდში გაჩენილი სიმაგრე აღმოაჩინა და ექიმთანაც მალევე მივიდა, სიმსივნე დადასტურდა და მკურნალობაც მალევე დაიწყეს. პირველი პერიოდი თითქოს უკეთესობა იყო, მაგრამ მოგვიანებით მდგომარეობა გაუარესდა. მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ საშიში არაფერი იყო და მსგავსი მოვლენები დაავადებას ახასიათებდა. გადამოწმების მიზნით მოგვიანებით ნათია სხვა კლინიკაში მიიყვანეს, სადაც ტომოგრაფიის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნათიას სიმსივნე მთელს ორგანიზმში ჰქონდა მოდებული_ ღვიძლზე, ნაწლავებზე, ძვლებზე.

ნათიას ღვიძლმა დაკარგა ფუნქციონირება, მოგვიანებით კი მართვით სუნთქვაზე გადაყვანაც დასჭირდა. ნათიას თურქეთში გადაყვანა სასწრაფოდ დაიგეგმა, ფიქრობდნენ, რომ გზას ვერ გაუძლებდა, თუმცა ჩავიდნენ მშვიდობით. ახლა ნათიას ოჯახს ხალხის დახმარების იმედი აქვს…”, მაგრამ ნათია წავიდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close