საზოგადოება

ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

?ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
➡️აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელ და მოსამზადებელ ეტაპს, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრთა მონაწილეობით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა დაიწყება.
➡️ საკანონმდებლო პაკეტი საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Ph9nt4
➡️ ორდღიან განხილვებში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.
✅ შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.
დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close