იჩქარეთ! “Euronews”-ის პრაქტიკული ჟურნალისტიკის სკოლა თბილისში, აცხადებს მიღებას

“Euronews”-ის პრაქტიკული ჟურნალისტიკის სკოლა თბილისში, აცხადებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება, „ევრონიუს ჰოლდინგში“ შემავალ ცნობილ და წარმატებულ გამოცემებში (euronews.ge ; qronika.ge ; ინტერნეტტელევიზია) დაეუფლონ მუშაობისათვის საჭირო უნარებს და მიღებული თეორიული ცოდნა განიმტკიცონ პრაქტიკული სამუშაოებით. პრაქტიკულად მუშაობის დროს ისწავლონ ინტერვიუს წერა, რეპორტაჟის, ნიუსისა და სიუჟეტის მომზადება-განთავსება ინტერნეტგამოცემების ვებგვერდებზე. სტუდენტების მიერ მომზადებულ ნამუშევრებს ყოველდღიურად გაეცნობა ათასობით ადამიანი news.fashion.bg/article/18277/9/znachenieto-na-elektronnata-tyrgovia-v-modnata-industria.
პრაქტიკული სწავლების ხანგრძლივობა _ 6 თვე. გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. საუკეთესო სტუდენტები შესაძლოა, დასაქმდნენ აღნიშნული საინფორმაციო სააგენტოებიდან ერთ-ერთში. ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 ლარი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 97 11 12 47
„ევრონიუს ჰოლდინგი“-ს რედაქცია
.
.
.
.
.
.
.