,,მოხუცების სააღდგომო დახმარებაზე ,,ტკბილმა ქვეყანა”-მ, ,,კოდა”-მ და ,,დიდგორი 2010″-მა უარი მითხრეს”

,,ჩვენ გვსურს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბება, მაგრამ არ გვინდა მოვიქცეთ ევროპელებივით და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. ნაკლებად გვადარდებს უმწეო მოხუცების და ბავშვების, სოციალურად დაუცველი ადამიანების ყოფა. ჩვენს ქვეყანაში ასეთ ადამიანებზე, ხშირ შემთხვევაში, ზრუნავენ და იღწვიან ისეთები, რომლებსაც ბიზნესი და დიდი შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი შიშველი ხელებით აკეთებენ განუზომელ სიკეთეს.
ასევე, მივმართეთ შ.პ.ს. ,,დიდგორი 2010″-ს. მოვიძიე პირადი ტელეფონის ნომერი პიროვნების, რომელიც ასეთ საკითხებს წყვეტს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მასთან საუბარი დავიწყე იმით, რომ ვარ მოხუცთა თავშესაფარი „ბარბარე XXI” – ის მენეჯერი, რომ ჩვენთან სოციალურად დაუცველი მოხუცები ცხოვრობენ, რომლებსაც არავინ ყავთ, მაგრამ ვიგრძენი, რომ არ მისმენდა, შემდეგ კი გაითიშა. ვიფიქრე, ალბათ შემთხვევით გაეთიშა-მეთქი და რამდენჯერმე კიდევ ვცადე დარეკვა. ზარი გადიოდა და არავინ მპასუხობდა.
ვერ ავაშენებთ ასე, ვერც ევროპულ სახელმწიფოს და ვერც ევროპულ საზოგადოებას შევქმნით. ქართული შემწყნარებლობისა და სიკეთის კეთების უნარსაც საბოლოოდ დავკარგავთ… ან იქნებ დავკარგეთ კიდეც?