პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალი ახალ, ე.წ. საბაჟო პუნქტს ხსნის

ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის
ცხოვრებოვის განცხადებით, საქართველოსთან „საზღვარზე“ საბაჟო პუნქტის გახსნის იდეა საქართველოდან შემოსული ტვირთების მოცულობის მონიტორინგის შემდეგ გაჩნდა, ვინაიდან აქამდე ამ ტვირთებს არანაირი გადასახადი არ ემატებოდა.
მისი თქმით, ახალი საბაჟო პუნქტის გახსნისთვის საჭირო მთელი დოკუმენტაცია შესათანხმებლად ხელისუფლებაში არის გადაგზავნილი.