საზოგადოება

,,ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გია კორკოტაშვილი ფეისბუქის საშუალებით ადამიანებს ემუქრება”

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია გია კორკოტაშვილის მიერ დიზაინერ ბიჭოლას შესახებ დაწერილი განცხადება. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გია კორკოტაშვილი ფეისბუკის საშუალებით ადამიანებს ემუქრება” – ჰო, პირველად რომ დაიბარეს, ძალიან მაგრად შეეშინდა კორკოტას და იმის მერე ჩუმადაა. მეორედაც თუ დაიბარებენ, ალბათ თავის ფეხით მივა ციხესთან და მოითხოვს ჩამსვითო” _ ნინია კაკაბაძე.

,,ნეტგაზეთი”-ს ინფორმაციით, ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი ფეისბუკის საშუალებით დიზაინერ ბიჭოლას ემუქრება, რომელმაც ის ფეხბურთის ფედერაციასთან ჩატარებული ჰომოფობიური აქციისა და ლგბტ დროშის დაწვის გამო გააკრიტიკა.

გინებით სავსე ჰომოფობიური კომენტარი, რომელშიც დიაზინერს ემუქრება და მის საკონტაქტო ინფორმაციას ითხოვს, ფეისბუქზე 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა ამჟამად უკვე ხელმისაწვდომი აღარ არის. უცნობია, ის თავად კორკოტაშვილმა წაშალა, თუ ფეისბუკმა დაბლოკა სიძულვილის ენის გამო.

კორკოტაშვილს ჯერ არ დაუდასტურებია, პოსტი, რომელიც მის ფეისბუქის ანგარიშზე გამოქვეყნდა, ნამდვილად მას ეკუთვნის თუ არა. ქართველ დიზაინერს და ლგბტ უფლებების მხარდამჭერებს შეურაცხყოფას ამავე პოსტის ქვეშ “ქართველთა მარშის” სხვა წევრებიც აყენებდნენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close