სამართალი და კრიმინალი

როგორ უნდა მოიქცეს ადვოკატი, საგანგებო მდგომარეობის დროს დაკავებული პირის დახმარება რომ შეძლოს

SOS! SOS! SOS!!

აკადემიკოს თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრის საგანგებო განცხადება!

ძვირფასო მოქალაქენო!

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის N204 დადგენილების მე-9 პუნქტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

ამავე დადგენილების მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ ადვოკატებზე/მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით განისაზღვრა ადვოკატის ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში შეყვანის წესი. კერძოდ, თუკი საგანგებო მდგომარეობის ვადით 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა წესით პირის დაკავების შემთხვევაში, დაკავებული პირი საჭიროებს ადვოკატის დახმარებას (მომსახურებას), ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში შეყვანის მიზნით ადვოკატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გააგზავნოს ადვოკატთა ასოციაციის შემდეგ ელ-ფოსტაზე: sashvi@gba.ge

‼️ ელ-ფოსტაში საშვის მოთხოვნასთან ერთად, ადვოკატმა, აუცილებლად უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ადვოკატის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
ბ) ადვოკატის პირადი ნომერი;
გ) მობილური ტელეფონის ნომერი;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ადვოკატმა, ელ-ფოსტას თან უნდა დაურთოს ორდერი, კონკრეტული დაკავებულის საქმეზე პროფესიული მოვალეობის განხორცილების თაობაზე.

მოთხოვნისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე, ადვოკატთა ასოციაცია ოპერაციულ შტაბთან შეათანხმებს ადვოკატის სიაში შეყვანის საკითხს, რის შესახებაც იგი მიიღებს დასტურს ელ-ფოსტაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

‼️ იმ შემთხვევაში, თუკი დასტურის მიღება შეყოვნდა 1 საათზე მეტ ხანს, ინფორმაციის გადასამოწმებლად ადვოკატი ისარგებლებს შემდეგი ტელეფონის ნომრებით: 599-711-818; 557-549-973; 599-696-396.

როგორც ვხედავთ, ძალიან რთული გამოწვევის წინაშე დადგა დაკავებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცულობა,ბრალდების მხარეს ეძლევა შესაძლებლობათა უდიდესი არეალი, ადვოკატის გამოცხადებამდე, დაკავებული პირის მიმართ განახორციელოს სტრატეგიისათვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქმედება, გამოიყენონ რა, თქვენი საქმეში ჩაუხედაობა და კანონებში გაუთვითცნობიერებულობა. ამიტომ, ნებისმიერი სირთულისა და პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას გაძლევთ გაითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი წესები:

1-დაკავებისთანავე გამოიყენეთ დუმილის უფლება , რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავს დამნაშავედ არ ცნობთ და ამ უფლების გამოყენებას თქვენს საწინააღმდეგოდ ვერავინ ვერასდროს განმარტავს.

2-დაკავებისთანავე გამოიყენეთ თქვენი უფლება და მოითხოვეთ თქვენთვის სასურველი ადვოკატის დაუყოვნებლივი ჩართულობა თქვენი კანონიერი ინტერესების დაცვის განსახორციელებლად და აუცილებლად დაელოდეთ მის გამოცხადებას პროცესის მწარმოებელ ორგანოში , იმ გონივრული დროის გათვალისწინებით, რა დროც თქვენს რჩეულს, მთავრობის 204-ე დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისი მოქმედებების განსახორციელებლად დასჭირდება.

3-არ გაესაუბროთ გამომძიებელს ადვოკატთან კონსულტაციისა და მისი უშუალო ჩართულობის გაეშე და არ მიაწოდოთ რაიმე სახის ინფორმაცია მას არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით.

4-იყენებთ რა დუმილის უფლებას, ხელი არ მოაწეროთ არცერთ საპროცესო დოკუმენტს, მათ შორის არც თქვენი დაკავებისა და პირადი თუ საცხოვრებელი და სხვა ადგილების ჩხრეკის ოქმებს.

5-იცოდეთ, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა თქვენი უფლებაა და არა ვალდებულება. ამიტომაც, რეკომენდაციას გაძლევთ, არ მიიღოთ მონაწილეობა არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში, მათ შორის ამოცნობაში, საგამოძიებო ექსპერიმენტში, დათვალიერებაში და სხვა;

ნებისმიერი ინფორმაციისათვის გთხოვთ 24/7 რეჟიმში დაუკავშირდით აკადემიკოს თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებს: 0422-27-86-00; 032-229-53-00; 599-11-41-41;

იცოდე კანონი და იქნები დაცული!

 

Related Articles

Back to top button
Close