საზოგადოება

,,შეიძლება, ,,ფუნიკულიორიდან გამოქანებაც” აღარ დაგვჭირდეს, ისე ,,დავასკდეთ” პირდაპირ სოლოლაკს”

ირინა გეგეჭკორი:
_ ეს არის ფუნიკულიორის გზა. (,,თბილისი” რომ აწერია, იმის მოპირდაპირე მხარეს) .
ამ რამოდენიმე დღის წინ, მესმოდა აფეთქებების ხმა, მეორე დღეს დამხვდა პანორამისკენ მიმავალი ტრასის გამო, აფეთქებული მთის ფერდობი, მოჭრილი მთა და ტყის საფარი
ეს არის კატასტროფა!.
როგორ ვთქვა და ლავრენტი პავლოვიჩი, ამათ ყველას ჯობდა. აქ იყო მცოცავი კლდეები და ამ კლდეების გასამაგრებლად (ხშირი იყო ქვათაცვენა), ბერია გერმანელ ტუსაღებს ამუშავებდა. მათ ამოატეხინა კლდეები, მიწა ვირებით აატანინა, დარგო ხეები და ასე შექმნა მთელი ტყის საფარველი. ეხლა კი იქ აღარც ტყეა და აღარც მთის შუა ნაწილი.
ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, როგორც ჩვენი მერი იტყოდა, ,,ფუნიკულიორიდან გამოქანებაც” აღარ დაგვჭირდეს, ისე ,,დავასკდეთ” პირდაპირ სოლოლაკს…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close