საზოგადოება

უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ ჯეჯელავას წერილი მისწერა

   უფლებადამცველმა, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წერილით მიმართა.

  „სამართლებრივი საკითხების მხრივ საზოგადოებას საბაზისო ცოდნაც კი არ აქვს, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე. საზოგადოებაში არსებული პრობლემების უმეტესი ნაწილი სწორედ გამოწვეულია არადამაკმაყოფილებელი სამართლებრივი ცოდნით. ეს არასასურველი განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება, როდესაც ხორციელდება მოქალაქეების სამართლებრივ საკითხებზე კონსულტირება ადვოკატების მიერ. მიგვაჩნია, რომ საბაზისო და საშუალო განათლების სფეროში სამართლის საკითხების სწავლება არ ქმნის სათანადო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას, რაც პრობლემების სათავეს წარმოადგენს. ზემოთაღნიშნული და მთელი რიგი სხვა ფაქტორების გამო, არსებობს გამოკვეთილი აუცილებლობა, შეიქმნას სამართლის არჩევითი საგანი, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეს, მისთვის გასაგები და ადვილად ათვისებადი ფორმით და მეთოდიკით მიაწვდის ყოველდღიური საქმიანობისას საჭირო საბაზისო ცოდნას სამართლის ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის სამოქალაქო, შრომის, ადმინისტრაციული, კორპორატიული, სისხლის, საპროცესო სამართლის და სხვა აქტუალურ და გამოყენებად საკითხებში. ამ მიმართულებით საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირს მუშაობა დაწყებული აქვს, რომლის რეალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფოს, პირველ რიგში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათანადო პოლიტიკური ნებისა და აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი წერილობით მოსაზრება წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, ნაყოფიერ თანამშრომლობას მომავალი თაობების სწორი სამართლებრივი აღზრდისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე“ – აღნიშნულია უფლებადამცველის წერილში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close