ჯანდაცვა

პროექტი დევს რომელიღაცა ჩინოვნიკის მაგიდის უჯრაში, ონკოლოგიური პაციენტები კი სამკურნალოდ უცხოეთში გარბიან

ავსტრიაში მცხოვრები ცნობილი ექიმის, ირმა კვიცარიძის გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, ქალბატონ ირმას მოქალაქეები პირადში წერენ, ამიტომ, საქართველოში, ონკოლოგიური ცენტრის დაარსების საკითხზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

ირმა კვიცარიძე:

_ ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, თანამემამულეებო, ორი დღეა დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ შევძელი თქვენთვის პასუხი გამეცა. დავბრუნდი ჩემი სამშობლოს ვირტუალურ სივრცეში და წარმოუდგენელი დამხვდა. არ ველოდი თუ ამდენი გაიზიარებდა ჩემს წერილს, დამხვდა უსაზღვრო სითბო და ძალიან დიდი მხარდაჭერა. მინდა, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი თანადგომისა და გულისხმიერებისათვის. არ მჩვევია ადვილად დავნებდე რამეს და არც ამ შემთხვევაში ვაპირებდი, მაგრამ თქვენმა თანადგომამ დამარწმუნა, რომ გაჩუმების და ხელის ჩაქნევის დრო ნამდვილად არ არის.
დამხვდა უამრავი წერილი, მათ შორის დაინტერესბული პირები სხვადასხვა კერძო დაწესებულებებიდან. ვფიქრობ, რომ აუცილებელია კიდევ მცირედი დამატებითი განმარტება გავაკეთო.
პროექტი რომელზეც მოგახსენეთ, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელწიფო სტრუქტურაში- სახელწიფო კლინიკაში, ამ პროექტის გარანტია უნდა იყოს სახელწიფო!  ცენტრი უნდა არსებობდეს სახელწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე!  სახელწიფო საუნივერსიტეტო კლინიკა ქმნის სტანდარს, ასეა ეს აქ ავსტრიაში. სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკაა ყველაზე ძლიერია და მის სტანდარტს ითვალისწინებს სახელწიფო ჯანდაცვის სიტემა. ყველა დანარჩენი კლინიკები ვალდებულია დაემორჩილოს ამ სისტემას და მითითებულ სტანდარტს. სახელწიფო სამედიცინო დაზღვევა თუ სახელწიფო ბიუჯეტი პირველ რიგში უნდა იხარჯებოდეს სახლმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის განვითარებასა თუ პაციენტის მომსახურეობაში. ამ კლინიკაში უნდა იზრდებოდეს მომავალი ექიმი. სახელმწიფომ უნდა დახრჯოს მისი მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტი, პირველ რიგში სახელწიფო სტრუქტურის განვითარებაში, რომელიც ისევ ამ მოქალაქეს მოემსახურება ღირსეულად.
ავსტრიის სახელწიფო არ გასცემს თანხებს ასეთი პროქტებისთვის კერძო სტრუქტურებზე. ამას თავის ლოგიკაც აქვს. პირველ რიგში, მას სჭირდება სახელწიფო გარანტია და რაც მთავარია, ის დებს თანხას ისეთ პროექტში, რომელიც მის ქვეყანაში უკვე არსებული სტრუქტურის ანალოგიის განხორციელებას შეძლებს. ის გთავაზობს არა მარტო დაფინანსებას, არამედ მაგალითს! არ არის ველოსიპედის გამოგონება საჭირო, რომელიც უკვე სხვამ დიდი ხანია გამოიგონა, დახვეწა და სრულყოფილებამდე მიიყვანა.
ჩვენი პროექტის ბედი არის ჯანდაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ხელში.
პროექტი დევს რომელიღაც ჩინოვნიკის მაგიდაზე ან უჯრაში ან ინბოქსში.
რამდენიმე წერილი ეხებოდა ჩემს დაინტერესებას პროექტთან დაკავშირებით.
და მათზე პასუხი:
1. არ მინდა ვნახო სასოწარკვეთილი ქართველი პაციენტი უცხოეთში.
2. არ მინდა გავიგონო ჩემი ქართველი კოლეგების აუგი.
3. მინდა დავუბრუნო ჩემს ქვეყანას და ოჯახს გაწული ამაგი.
ვიმედოვნებ, რომ ჩემს ავსტრიელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად შევძლებ ამ პრობლემის მოგვარებას. თუმცა მთავარია საზოგადოების ერთიანი თანადგომა, რომ მთავრობამ ეს პროექტი განახორციელოს.
აუცილებლად გაცნობებთ ყველა სიახლეს პროექტთან დაკავშირებით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close