საზოგადოება

,,ვის ეცალა მაშინ ჭორაობისთვის, გუგუნებდა კინოსტუდიები, მუშაობდა ხალხი…”

,,ქვეყანაში მთავარი ტურისტი კი არ უნდა იყოს, არამედ ამ ქვეყნის ნიჭიერი მოქალაქე, რომელიც ქმნის შედევრებს..."

გუშინ იყო ელდარ შენგელაიას იუბილე, ვულოცავ მას 90
ვუყურებდი იუბილეს და ვფიქრობდი, სად წავიდა ის მასშტაბი, რომელშიც ვცხოვრობდით?…ერთი მეორეზე შედევრებს აცხობდნენ ქართველები, შედევრებს მიჩვეულები ვიყავით, ვითომც არაფერი ისე…
იმ არანორმალურ ქვეყანაში, რომელიც ადამიანს თრგუნავდა, ფილმებს აძლევდნენ გადასაღებად იმათაც, ვინც არ იყო შემძვრალი ხელისუფლებასთან, მეტიც, ხმამაღლა აკრიტიკებდნენ…
30 წელზე მეტი გავიდა იმ ქვეყნის დაშლიდან, აღარც ცენზურა გაქვთ, აღარც გოსკინოს დიქტატი, ტექნიკურადაც ასჯერ გაადვილებულია ფილმის შექმნა, სად არის შედევრები?
ვის ეცალა მაშინ იმისთვის ეჭორავათ დილიდან საღამომდე, ვინ ვისზე რა თქვა, დილიდან გუგუნებდა კინოსტუდიები და ხალხი მუშაობდა…
ფულის მეტი რა გაქვთ, წყალს ატანთ იმდენია ბიუჯეტში.
მზე ისევე ანათებს, ისევე თენდება როგორც მაშინ.
მაგრამ აღარ არის ის ხარისხი, მასშტაბი, ნიჭის ზეიმი, რაც იყო მაშინ, თუნდაც კინოში…
იქნება მოხვიდეთ აზრზე ოდესმე ისინი, ვინც ხელისუფლებაში ხართ და ისინიც, ვინც ტაშს უკრავთ ნებისმიერს, ოღონდ ხელფასი არ დაკარგოთ – ქვეყანას მოტრიალება სჭირდება სიმაგრისკენ, ნიჭისკენ და ახალი შედევრებისკენ. ახალი ელდარები და სხვები უნდა გაჩნდნენ, თორემ დარჩებით ესე, სულ წარსულზე მოტირალი და მომავალზე მომღერალი, უხარისხობაში ჩაბნელებულები. არ იქმნება თანამედროვე ეპოქა ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს და რითიც უნდა ვიყოთ ძლიერები მსოფლიოში…ჩვენ ტოიოტას და ბოინგს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ კინოში, მუსიკაში, საერთოდ კულტურაში შეგვიძლია მაგარი ხარისხი შევქმნათ…
ქვეყანაში მთავარი არა ტურისტი უნდა იყოს, არამედ ამ ქვეყნის ნიჭიერი მოქალაქე რომელიც ქმნის შედევრებს…ამას დაფიქრება უნდა სანამ ძალიან გვიან არ არის….
გამოყავით 300-500 მილიონი ყველასთვის, ვისაც უნდა და შეუძლია შექმნას პროდუქტი.
გაქვთ ეს ფული თქვენ და მაგაზე მეტს ვერ ითვისებთ ყოველი წლის ბოლოს…
აგუგუნდეს ძველებურად ეს ქვეყანა, ეს არაა სათამაშო, ეს სტრატეგიული საკითხია ქვეყნისთვის…
ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close