საინტერესო

Pokemon Go-ს შემქმნელები მსგავს თამაშს ჰარი პოტერზეც შექმნიან

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის Pokemon Go-ს შემქმნელი კომპანია Niantic Labs-ი ანალოგიურ თამაშს “ჰარი პოტერის” შესახებაც გააკეთებს.

ახალი თამაშის სახელწოდება უკვე ცნობილია და მას “ჰარი პოტერი: ოსტატების გაერთიანება” (Harry Potter: Wizards Unite) ერქმევა.

“თამაშში ჩართულები “შეისწავლიან” შელოცვებს, უკეთ გაეცნობიან თავიანთ რაიონებსა და უბნებს, შეხვდებიან ლეგენდარულ ურჩხულებს და სხვა მომხმარებლებთან ერთად მათ დამარცხებას შეეცდებიან”, – აცხადებენ კომპანიაში.

Pokemon Go-ს აპლიკაცია გასულ წელს გაეშვა, მას შემდეგ აპლიკაციას 750 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს. თამაში სმარტფონებისა და GPS სისტემის მქონე მოწყობილობებზეა გათვლილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close