საინტერესო

,,დარჩა მართა მიტოვებული ფეხმძიმე… მე-19 საუკუნეში… მთაში… პატრიარქალურ სოციუმში…”

,,რაზიკაშვილების საჯაროდ გამოფენილი ბიოგრაფიის ვერც ერთ მონაკვეთში, ვერც ერთ მოგონებაში, ვერავინ აღმოაჩენს რაიმე სახის საყვედურსაც კი მართას მიმართ"

ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალი იყო მართა, როცა მამამისმა, პავლე რაზიკაშვილმა მისი ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო…
მე19-ე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, მთის მიყრუებულ სოფელში, ჩარგალში მასწავლებლად გამწესებული ახალგაზრდა, მოხდენილი და განათლებული ყმაწვილი კაცის შეყვარება და გრძნობების ვერმორევა, სულაც არ იყო გასაკვირი…
ის გარემოება, რომ სოფელში უცხო მხარიდან მოსული ახალგაზრდა მასწავლებელი, პავლე რაზიკაშვილმა საკუთარ სტუმრად ჩათვალა, დაიახლოვა, დაიმეგობრა და უმცროსი ვაჟი, სანდრო რაზიკაშვილი მოანათვლინა, ახალგაზრდების დაახლოვებას ხელს უწყობდა.
…დღეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ შიშის, ხათრის, სინდისის ქენჯნის ან სულაც სილაჩრის გამო, სვიმონ ჯაფარიძე, ერთ დღესაც სოფლიდან გადაიკარგა!
დარჩა მართა ფეხმძიმე…
მე19- საუკუნეში…
მთაში…
პატრიარქალურ სოციუმში…
მამების, ბიძების, ძმების, თანასოფლელების და ყველა დროის და ყველა სოფლის აუცილებელი შემადგენელის, ჭორიკანა მეზობლების გარემოცვაში, მარტო, იმედგაცრუებული, მიტოვებული ფეხმძიმე!
…თანადგომაში, ზრუნვაში, და სიყვარულში გააჩინა მართამ თავისი პირველი ვაჟი, მიხა რაზიკაშვილი…
პავლე მღვდელმა ის თავის შვილად დაწერა და თუ რამ შეეძლო, არაფერი დააკლო არც მის აღზრდას, არც განათლებას!
ძმები რაზიკაშვილები განსაკუთრებული სიყვარულით ზრდიდნენ მას და გაზარდეს კიდეც კარგი ქართველი და კარგი რაზიკაშვილი, იმდენად კარგი, რომ 1937-ში ის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის ბრალდებით დახვრიტეს…
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, მიხა რაზიკაშვილმა მამამისი იპოვა და მასთან ურთიერთობა და მიმოწერაც ქონდა, თავს ყოველთვის რაზიკაშვილად, იმ ოჯახის წევრად თვლიდა, რომელმაც სიყვარულში და სითბოში გაზარდა!
რაზიკაშვილების ერთად ერთი და, მართა, ძმების საფიცარი იყო ყოველთვის. მოგვიანებით ის გათხოვდა, ოჯახი შექმნა და მისი ახალი კერაც, ძმების მეორე სახლად ითვლებოდა მათი სიცოცხლის ბოლომდე!
რაზიკაშვილების ოჯახის საჯაროდ გამოფენილი ბიოგრაფიის ვერც ერთ მონაკვეთში, ვერც ერთ წერილში, ვერც ერთ მოგონებაში, ვერავინ აღმოაჩენს რაიმე სახის საყვედურსაც კი მართას მიმართ ან ხსენებას იმ იმედგაცრუებისას, რაც მას ყმაწვილქალობაში შეემთხვა!
ასეთი კაცი იყო პავლე რაზიკაშვილი,
შვილებიც ამ კაცობით დაზარდა…
როლანდ ხოჯანაშვილი, პედაგოგი, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close