რა ღირს საშუალოდ მედიკამენტები? რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ მედიკამენტს უნდა ვენდოთ? ეყოფა თუ არა პენსიონერისა და სოციალურად დაუცველი პირის პენსია ყველა საჭირო მედიკამენტს?

უკვე წლებია ქვეყანაში მედიკამენტთა ხარისხი და ფასი დაურეგულირებელი და გადაუჭრელი პრობლემაა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედით, მედიკამენტთა მწარმოებელ კომპანიებს 2011 წლიდან ყველა საგადასახადო ვალდებულება მოეხსნათ, თუმცა ამ რეგულაციის მიუხედავად, მათი ფასი ამ დრომდე უცვლელია.

მედიკოსთა და ექსპერტთა აზრით, ქვეყანაში მედიკამენტთა ფასები მოსაწესრიგებელია და მათი თქმით, სხვა ქვეყნებში მათი ფასი 2-ჯერ უფრო იაფია.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის და ჯანდაცვის, პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ეს  საკითხი უკვე დიდი ხანია მოგვარების პროცესშია, თუმცა ქვეყანას მისი კვალი ჯერ არ ეტყობა.

,, 2014 წლიდან მოგვარდებოდა ხარისხი, მიუახლოვდებოდა კანონმდებლობას, იქნებოდა ევროკავშირის დადგენილი მოთხოვნების მსგავსი და სხვა. ეს ასე არ მომხდარა, კანონიც კი არ შეცვლილა“- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

2019 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებთ, ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯები მოსახლეობას საშუალოდ 3.9%-ით გაეზარდა. პრობლემას არ უარყოფს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს რთულად მოსაგვარებელია.

ჯადაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით, მთელი აქართველოს მასშტაბით, 118 აფთიაქში, ასაკით პენსიონებრები, შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად შეიძენენ, ესენია: გულსისხლძარღვთა, დიაბეტის, ფილტვისა და პარკინსონის დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტები და სხვა.

რეგულაციები მასშტაბური და მრავალფეროვანია, თუმცა შედეგებს სხვა დასკვნამდე მივყავართ. ერთი და იგივე მედიკამენტთა ფასი ქართულ სააფთიაქო სივრცეში განსხვავებულია. NDI-ის ბოლო მონცემებით კი, საქართველოში ფასები ყველაზე მაღალი სწორედ მედიკამენტებზეა.

ელენე მეტრეველი

 

კომენტარები
Загрузка...