საზოგადოება

m2-მა ყაზბეგის გამზირზე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გახსნა

27 თებერვალი, 2017 წელი – საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „რამადას“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გაიხსნა. „რამადა“ მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო  ჯგუფის „ვინდჰემის“  წევრია და 2017 წელს ევროპის ყველაზე მზარდ ბრენდად დასახელდა.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ ეკუთვნის და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს. სასტუმრო პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ გახსნეს.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 152 ნომრიანი სასტუმროა თანამედროვე, კომფორტული ოთახებით, გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნით, ლაუნჯი-ბარით და ბიზნეს შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცით. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო წარმოდგენილი იქნება საშუალო საფასო სეგმენტში, რომელზეც თბილისში ყველაზე მაღალი მოთხოვნა და დაბალი მიწოდებაა.

„მოხარული ვარ, რომ m2 „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნით შევიდა სასტუმროების ბიზნესში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სასტუმროს 1000 ნომრის შექმნას ისახავს მიზნად. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელ ძალად რჩება და ჩვენი კომპანია მზადაა მოგზაურების მზარდი მოთხოვნები დააკმაყოფილოს“  – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) დააფინანსა. IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს.

კომპანია „m2 უძრავი ქონება“ თბილისში კიდევ ორი სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს – მელიქიშვილისა და გერგეთის ქუჩებზე. ასევე დაგეგმილია „რამადას“ ბრენდის სასტუმროს შენებლობა ქალაქ ქუთაისში.

„რამადა ენკორ თბილისი“ სტუმრებს მარტიდან უმასპინძლებს.

m² -ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს  ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას.  m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close